საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    გაზაფხულის სემესტრის მობილობა

    გაზაფხულის სემესტრის მობილობა (2021-2022 სასწავლო წელი)

    სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/news/2062/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №14/01-01, 25.01.2022)

     

    მობილობის ვადები:


    პროცედურული ვადები: 
     

    • დოკუმენტაციის მიღება – 11 – 14 თებერვალი; 
    • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 15 - 16 თებერვალი;
    • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 17 თებერვალი;
    • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 თებერვალი;
    • მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 18 თებერვალი;

     


    საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 

    • უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 15 თებერვალი (10:00 სთ);
    • გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი (17:00 სთ);
    • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 თებერვალი (11:00 -13:00 სთ);
    • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი (15:00 სთ);
    • გასაუბრება სპეციალობაში - 16 თებერვალი (17:00 სთ).



    ვაკანტური ადგილები:
     

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება  (ბრძ: №10/01-01, 20.01.2022)

     


    მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
     

    მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

    • განცხადება;
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
    • პირადობის მოწმობის ასლი; 
    • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
    • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
    • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    (დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართებზე):

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 

    ელექტრონული ფოსტა:   gvantsa.eristavi@tsu.ge

    ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა

    ელექტრონული ფოსტა:  lasha.chkheidze@tsu.ge

    ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

    ელექტრონული ფოსტა: academicaffairs@iset.ge

    ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177

     

     

     

     

     

    თარიღი: 03/02/2022